გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელი - გერმანიის მთავრობა შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში მოვლენებს, თუ ქვეყანა გადაწყვეტს, მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს, ევროკავშირის კარი ღია რჩება

ნოე 30, 2024 - 04:53
 0  46
გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელი - გერმანიის მთავრობა შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში მოვლენებს, თუ ქვეყანა გადაწყვეტს, მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს, ევროკავშირის კარი ღია რჩება

გერმანიის მთავრობა დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან ვაგნერმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

728
300

როგორც მან აღნიშნა, თუ ქვეყანა გადაწყვეტს, მოლაპარაკებების გზას დაუბრუნდეს, ევროკავშირის კარი ღია რჩება.

„რაც შეეხება თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებს, ირკვევა, რომ ქვეყნის ბევრი მცხოვრები არ იზიარებს ხელისუფლების კურსს. აშკარაა ფაქტი, რომ მოსახლეობის არც ისე ცოტა ნაწილს სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ამ ხალხს საკუთარი მოთხოვნების მხარდასაჭერად გამოსვლის სრული უფლება აქვს, სამართალდამცავი ორგანოებისგან თავშეკავებულობასა და ძალადობაზე უარს ველით“, – განაცხადა ვაგნერმა.

728
300