რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე „ტვ პირველის“ ჯგუფი დაშავდა
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე „ტვ პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, დაშავებულია ასევე „ტვ პირველის“ ოპერატორი პაპუნა ხაჩიძე.
მარიამ გაფრინდაშვილს დაზიანება თავის არეში აქვს.
მარიამ გაფრინდაშვილი ადგილზე სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.