შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ ინგლისსა და უელსში ევთანაზიის დაშვებას მხარი დაუჭირა.
კანონპროექტს 330 დეპუტატი 275-ის წინააღმდეგ მიემხრო. ახლა კანონპროექტს კენჭი ლორდთა პალატამ უნდა უყაროს. მისი დამტკიცების შემთხვევაში 18 წელს გადაცილებულ პირს, რომელსაც, ექიმების პროგნოზით, ექვს თვეზე ნაკლები ხანგრძლივობის სიცოცხლე აქვს დარჩენილი, შესაძლებლობა ექნება, სურვილის შემთხვევაში ის ევთანაზიით დაასრულოს. ამასთან, ევთანაზიისთვის საჭირო იქნება ორი ექიმისა და მოსამართლის ნებართვა, რის შემდეგაც პაციენტი დამოუკიდებლად მიიღებს პრეპარატს სიცოცხლის დასასრულებლად.
იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტს მხარს ლორდთა პალატაც დაუჭერს, მის ძალაში შესვლამდე კიდევ ორი წელია საჭირო.
ევთანაზია დღეისათვის უკვე ნებადართულია ესპანეთში, ნიდერლანდებში, კანადაში.
ნოე 11, 2024 0 2360
ნოე 10, 2024 0 2264
ნოე 10, 2024 0 1719
ნოე 13, 2024 0 1458
ნოე 12, 2024 0 1432
ნოე 27, 2024 0 877
ნოე 13, 2024 0 1458
ნოე 12, 2024 0 1432
ნოე 11, 2024 0 2360
ნოე 10, 2024 0 2264
სულ ხმა მისცა: 1
კი