რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქცია

ნოე 29, 2024 - 05:51
 0  102
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქცია

მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, საპროტესტო აქცია მოჰყვა. მონაწილეები შეკრებილები არიან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და პროტესტს გამოხატავენ. მათ შორის არიან ოპოზიციის ლიდერები.

728
300

ტერიტორიაზე დროგამოშვებით ვითარება იძაბება. ამ დროისთვის ათამდე პოლიციელია დაშავებული. აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნებითა და ხის კონსტრუქციებით ბარიკადები აღმართეს, რომელსაც ცეცხლი წაუკიდეს.

მანამდე სამართალდამცველებმა ჭიჭინაძის ქუჩაზე მომიტინგეები გააფრთხილეს, ტერიტორია დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული საშუალებები.

უფრო ადრე კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. კერძოდ, სამართალდამცველთა მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებებისა, აქციის მონაწილეები ფიზიკურად უპირისპირდებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ სამართალდამცველებს. ასევე, მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის საგნებს, რის შედეგადაც დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმა თანამშრომელმა. აქედან ორი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

728
300