საფრანგეთის საგარეო უწყება - შეშფოთებული ვართ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიების შესახებ ცნობებით, ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას საქართველოში

ნოე 30, 2024 - 13:59
 0  17
საფრანგეთის საგარეო უწყება - შეშფოთებული ვართ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიების შესახებ ცნობებით, ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას საქართველოში

შეშფოთებული ვართ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიების შესახებ ცნობებით, – ამის შესახებ საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

728
300

განცხადების მიხედვით, საფრანგეთი ყურადღებით აკვირდება ვითარებას საქართველოში.

ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საფრანგეთი ევროპელ პარტნიორებთან ერთად, მხარს დაუჭერს საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს.

„საფრანგეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოში არსებულ ვითარებას. ჩვენ შეშფოთებული ვართ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიების შესახებ ცნობებით და მოვუწოდებთ, პატივი სცენ მშვიდობიანი პროტესტის უფლებებს. ფუნდამენტური თავისუფლებები, პოლიტიკური პლურალიზმი და სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს დაცული. ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საფრანგეთი გააგრძელებს მტკიცე კავშირების შენარჩუნებას საქართველოს მოსახლეობასთან და მხარს დაუჭერს მათ ევროპულ მისწრაფებებს, რომლის ღალატიც დაუშვებელია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

728
300