ირლანდიის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ „შინ ფეინმა“ პირველ ადგილზე გასვლა შეძლო, თუმცა კონკურენტ პარტიებს მცირედი უპირატესობით გაუსწრო
ეგზიტპოლის შედეგებით, ირლანდიის მთავარ ოპოზიციურ პარტიას „შინ ფეინს“ ხმების 21,1% აქვს, - იუწყება AP News-ი.
ირლანდიის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ პირველ ადგილზე გასვლა შეძლო, თუმცა კონკურენტ პარტიებს მცირედი უპირატესობით გაუსწრო.
მეორე ადგილზე 21%-ით მემარჯვენე პარტია „ფინე გელია,” მესამე პოზიციას კი 19,5%-ით ასევე მემარჯვენე პარტია „ფინა ფეილი” იკავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კოალიციის ფორმირების შემთხვევაში მემარჯვენეები უმრავლესობას მიიღებენ.