პუტინმა ომის მანქანაში ჩადებული რეკორდული ინვესტიცია დაამტკიცა

დეკ 2, 2024 - 17:45
 0  85
პუტინმა ომის მანქანაში ჩადებული რეკორდული ინვესტიცია დაამტკიცა

კვირას, 1 დეკემბერს, რუსეთის ოფიციალურ იურიდიულ საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნდა ბრძანება ქვეყნის სამწლიანი სახელმწიფო ბიუჯეტის მიღების შესახებ.

728
300

რუსეთის 2025 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს თავდაცვის ხარჯებს 13,5 ტრილიონი რუბლის ოდენობით (თითქმის 127 მილიარდი ევრო), რაც მთლიანი სახელმწიფო ხარჯების 32,5%-ს შეადგენს.

ეს მაჩვენებელი 24,4 პროცენტით (სამი მილიარდი რუბლი) აღემატება ეროვნული თავდაცვის ინვესტირების წინა რეკორდს, რომელიც წელს დაფიქსირდა.

თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი თანხა უფრო მეტია, ვიდრე ერთად აღებული განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის ბიუჯეტი.

რუსეთის პარლამენტის ორივე პალატის მიერ ნოემბერში დამტკიცებულ დოკუმენტის თანახმად, ახალი ბიუჯეტით 2026 და 2027 წლებში სამხედრო ხარჯების მცირე შემცირებაა გათვალისწინებული.

რეკორდული ინვესტიცია თავდაცვაში იდება იმ პირობებში, როდესაც ქალაქ დნიპროზე ახალი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტით შეტევის შემდეგ, უკრაინის ომი ახალ ფაზაში შევიდა.

გასულ პარასკევს, რუსეთის პრეზიდენტმა პირველად გაახმოვანა მუქარა, რომ უკრაინის დედაქალაქში „გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე“ თავდასხმისთვის ამ ახალ იარაღს - ბალისტიკურ რაკეტა „ორეშნიკს“ გამოიყენებს.

პუტინის თქმით, ეს არის პასუხი უკრაინის თავდასხმებზე, რომელმაც რუსეთის ტერიტორიაზე შეტევისთვის მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე მოქმედი ამერიკული რაკეტები გამოიყენა.

728
300