შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
მოდით, დავაწესოთ ნამდვილი სანქციები მათ მიმართ, ვინც ზეწოლას ახდენს საკუთარ მოსახლეობაზე, მოდით, მივესალმოთ აქ, ამ ტრიბუნაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ მიმართოს პლენარულ სესიას, მოდით, დავეხმაროთ საქართველოს ხალხს თავიანთ სურვილში, ჰქონდეთ ახალი და სამართლიანი არჩევნები ევროპულ გზაზე, თავიანთი თავისუფლების გზაზე, – ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, ტობიას კრემერმა განაცხადა.
ევროპარლამენტარის თქმით, ქართველები ახლა მოქმედებენ ღირებულებების დასაცავად. მისივე განცხადებით, ევროპული დროშა ქართველებისთვის თავისუფლების დროშაა.
როგორც ტობიას კრემერმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე დებატები იმართება, ქართველი ხალხი იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის, საკუთარი დემოკრატიისთვის.
„ახლახან დავბრუნდი თბილისიდან და რაც იქ ვნახე, ნამდვილად გამაოგნებელია. არჩევნების გაყალბების შემდეგ მთავრობა არბევს საკუთარ მოსახლეობას და ცდილობს, ევროპული დემოკრატია გადააქციოს ბელარუსის ტიპის ავტორიტარულ რეჟიმად კრემლის აჩრდილის ქვეშ. ეს რუსული სცენარია – დეზინფორმაციის, მანიპულაციის, დაშინების, დარღვევების და წამებისაც კი. რაც მე საქართველოში ვნახე, ასევე მაძლევს იმედს, რადგან ათობით ათასი ქართველი გამოდის ქუჩებში ყოველდღე, ყოველ ღამეს ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, სოფელში. ისინი იბრძვიან საკუთარი ქვეყნისთვის, ისინი იბრძვიან საკუთარი დემოკრატიისთვის, იბრძვიან საკუთარი თავისუფლებისთვის. ეს ხალხი იბრძვის საქართველოში და ამას აკეთებს ოქროსვარსკვლავებიანი ლურჯი დროშის ქვეშ, ეს ევროპული დროშა ქართველებისთვის თავისუფლების დროშაა. ქართველები რისკავენ საკუთარ სიცოცხლეს ამ ლურჯი დროშისთვის. ხალხი როდესაც გვხედავდა, ამ დროშებს აფრიალებდა, გვესალმებოდა და გვეკითხებოდა, სად არის ევროპა ამ დროს? არა მხოლოდ ქართველები, არამედ უკრაინელები, მოლდოველები და ბევრი სხვა გვხედავენ აქ, სტრასბურგში მსხდომებს. ასე რომ, მოდით, ვაჩვენოთ მათ, რომ ევროკავშირს მოქმედება შეუძლია ამ საჭირო დროს, მოდით, დავაწესოთ ნამდვილი სანქციები მათ მიმართ, ვინც ზეწოლას ახდენს საკუთარ მოსახლეობაზე. მოდით, მივესალმოთ აქ, ამ ტრიბუნაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ მიმართოს პლენარულ სესიას. მოდით, დავეხმაროთ საქართველოს ხალხს თავიანთ სურვილში, ჰქონდეთ ახალი და სამართლიანი არჩევნები ევროპულ გზაზე, თავიანთი თავისუფლების გზაზე. ქართველები ახლა მოქმედებენ იმ ღირებულებების დასაცავად, რასაც ეს დროშა წარმოადგენს. მოდით, ჩვენც იგივე გავაკეთოთ“, – განაცხადა ტობიას კრემერმა.
ნოე 11, 2024 0 7491
ნოე 10, 2024 0 7398
ნოე 10, 2024 0 5224
ნოე 13, 2024 0 5137
ნოე 12, 2024 0 4913
ნოე 27, 2024 0 3189
ნოე 13, 2024 0 5137
ნოე 12, 2024 0 4913
ნოე 11, 2024 0 7491
ნოე 10, 2024 0 7398
სულ ხმა მისცა: 1
კი