უნგრეთის მთავრობის სპიკერი: ლიბერალური ისტერიის მიუხედავად, უნგრეთი დგას ქართველი ხალხის ნების გვერდით
უნგრეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი, ზოლტან კოვაჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ხუთ ქვეყანას, რომლებმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე.
„ლიბერალური ისტერიის მიუხედავად, უნგრეთი დგას ქართველი ხალხის ნების გვერდით!“ - აღნიშნა ზოლტან კოვაჩმა.