სტრასბურგში მოგებული საქმე.
ოკუპანტის მორიგი მარცხი საქართველოს გამარჯვების ფონზე. სტრასბურგში კიდევ ერთი დავა დასრულდა საქართველოს სასარგებლოდ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ რუსეთს ეკისრება.
ეს „ქართული ოცნების“ მმართველობისას საქართველოსთვის პირველი გამარჯვება არ არის. მიმდინარე წლის აპრილში რუსეთს სრული პასუხისმგებლობა დაეკისრა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმების, მკვლელობებისა და ამგვარი ფაქტებისადმი შემწყნარებლობის პრაქტიკისათვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ე.წ. „ბორდერიზაციის“ ფონზე მიმდინარეობს.
2022 წლის მარტში სტრასბურგმა დაუშვებლად ცნო რუსეთის კოორდინაციით ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრები. 2019 წლის იანვარში კი რუსეთს 10 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა 2006 წელს ქვეყნიდან ქართველების მასობრივი დეპორტაციისთვის.