შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
აშშ-ის საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს თანამშრომელი გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მან ურჩია კატასტროფების სამაშველო ჯგუფს, არ დახმარებოდნენ დონალდ ტრამპის მხარდამჭერ ოჯახებს ფლორიდაში ქარიშხალ „მილტონის“ შემდეგ. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ახლა სააგენტო იძიებს, რამდენ სახლს გასცდა გამოკითხვის ჯგუფი 27 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტის ფარგლებში.
საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს ადმინისტრატორმა, დინ კრისველმა თანამშრომლის ქმედებები გააკრიტიკა და თქვა, რომ მას შეუწყვიტეს უფლებამოსილება.
„სააგენტოს 22 000-ზე მეტი თანამშრომელი ყოველდღიურად იცავს ორგანიზაციის ძირითად ღირებულებებს და ეხმარებიან ადამიანებს კატასტროფების წინ, კატასტროფების დროს და შემდეგ. ეს არის სააგენტოს ძირითადი ღირებულებებისა და პრინციპების აშკარა დარღვევა, რომ დაეხმარონ ადამიანებს, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა”,- განაცხადა დინ კრისველმა.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს კომერმა მიიწვია კრისველი, რათა ჩვენება მისცეს 19 ნოემბერს მოსმენაზე, სადაც განიხილავენ ამ ინციდენტს და სააგენტოს ბოლოდროინდელ რეაგირებას სტიქიურ უბედურებებზე, მათ შორის ქარიშხლების „ჰელენის“ და „მილტონის“ დროს.
„ფედერალურ ბიუროკრატიაში პარტიული აქტივისტების მიერ ხელისუფლების აშკარა იარაღად გამოყენება კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ბოლო დღეებს ითვლის“, – განაცხადა ფლორიდის შტატის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა.
ნოე 11, 2024 0 13011
ნოე 10, 2024 0 12800
ნოე 13, 2024 0 9438
ნოე 12, 2024 0 8567
ნოე 10, 2024 0 8402
ნოე 27, 2024 0 5175
ნოე 13, 2024 0 9438
ნოე 12, 2024 0 8567
ნოე 11, 2024 0 13011
ნოე 10, 2024 0 12800
სულ ხმა მისცა: 2
კი