Sky News - ზელენსკი მზად არის, უკრაინაში ომის „ცხელი ფაზა“ ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ დაასრულოს იმ შემთხვევაშიც, თუ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დააბრუნებს

ნოე 30, 2024 - 04:42
 0  57
Sky News - ზელენსკი მზად არის, უკრაინაში ომის „ცხელი ფაზა“ ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ დაასრულოს იმ შემთხვევაშიც, თუ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დააბრუნებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზადაა, უკრაინაში ომი ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ დაასრულოს იმ შემთხვევაშიც, თუ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დააბრუნებს. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა ტელეკომპანია Sky News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

728
300

მისი თქმით, ომის ცხელი ფაზის დასასრულებლად საჭიროა, რომ უკრაინას ნატო-ს წევრობა მისი არაოკუპირებული ტერიტორიების მასშტაბით შესთავაზონ, რამდენადაც ნატო-ს მიწვევა თავისთავად გულისხმობს, უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცნობას.

ზელენსკის თქმით, ნატო-ს ქოლგის ქვეშ თუ აღმოჩნდება უკრაინის ის ტერიტორია, რომელსაც კიევი აკონტროლებს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება, რაც მას საშუალებას მისცემდა, დანარჩენ ტერიტორიებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დიპლომატიური გზით ეწარმოებინა.

უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ცეცხლის შეწყვეტა საჭიროა საგარანტიოდ, რომ ვლადიმირ პუტინი უკან აღარ დაბრუნდეს ახალი ტერიტორიების დასაპყრობად.

ამერიკის არჩეულ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე საუბრისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ მათ უნდა იმუშაონ ტრამპთან, რომ უკრაინას ჰყავდეს უდიდესი მხარდამჭერი.

„მე ტრამპთან პირდაპირ მსურს მუშაობა, რადგან მის გარშემო ხალხი სხვადასხვა რამეს ამბობს. სწორედ ამიტომ ჩვენ კომუნიკაციის განადგურების საშუალება არავის უნდა მივცეთ. ეს არ დაგვეხმარება და დესტრუქციული იქნება. მინდა მისთვის მოსაზრებების გაზიარება და მისგანაც მოსმენა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

728
300