დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინიაციები აინთო
რუსთაველის გამზირზე მთავარი ნაძვის ხე აინთო და დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო ილუმინაციებიც ჩაირთო.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, ტრადიციულად, დეკემბერის პირველ ნახევარში თბილისში ირთვება საახალწლო განათებები, მთავარი ნაძვის ხე და ეს ტრადიცია წელსაც გაგრძელდება.
„ამჯერადაც, დღეს საღამოს ჩაირთვება ილუმინაციები და ღონისძიების გარეშე აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე. ახალი წელი არის ყველასთვის საყვარელი სახალხო დღესასწაული და არავის მივცემთ უფლებას, ჩვენს პატარებს და თანაქალაქელებს სიხარულის და ბედნიერების განცდა წაართვას. თბილისი იქნება ყველაზე ლამაზი საახალწლო ქალაქი, გვექნება ბევრი საზეიმო ღონისძიება ამ დღეების განმავლობაში და ახალ, 2025 წელს შევხვდებით ისე, როგორც გვეკადრება – ახალი გამარჯვებებით, მშვიდობისა და განვითარების იმედით“, – განაცხადა თბილისის მერმა.